loader

ვიდეოფაქტი: "დაწებებული" კორპუსები - თბილისის ახალი იერსახე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეოფაქტი: "დაწებებული" კორპუსები - თბილისის ახალი იერსახე

"თბილისის კორპუსის" პროგრამებიდან ერთ-ერთი პროგრამაა სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია, რომელიც კორპუსებზე გაჩენილი ბზარებისა და ღიობების ამოვსებას ითვალისწინებს. კორპუსის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შეუძლია გამგეობებს მიმართოს, რომელიც მათ შესაბამის განაცხადს დაუფინანსებს. გამგეობები აღნიშნულ სამუშაოებს მოსახლეობასთან თანადაფინანსების (80% - 20%) პრინციპით ახორციელებენ. ახლა კორპუსები გამაგრებულია, თუმცა ქალაქი "ჭადრაკის დაფას" დაემსგავსა.

ეს კადრები ვაზისუბანში, 1-ელ მიკრორაიონშია გადაღებული, სადაც "დაწებებულის ეფექტით" უკვე რამდენიმე ათეულ კორპუსს შეხვდებით. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ კორპუსების გადაღებვა სხვა პროგრამით სრულდება, რისთვისაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებმა განაცხადით გამგეობებს ხელახლა უნდა მიმართონ.