loader

ათასობით მორწმუნის მსვლელობა ღვთისმშობლის ხატით თბილისის ქუჩებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ათასობით მორწმუნის მსვლელობა ღვთისმშობლის ხატით თბილისის ქუჩებში

თბილისში, 15:30 საათზე ვარდების მოედნიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა დაიწყო. მსვლელობაში რამდენიმე ათეული სასულიერო პირი, მღვდელმთავარი, მონაზონი და ათასობით მორწმუნე მონაწილეობდა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას სასულიერო პირებმა განაცხადეს, აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს მორწმუნეები განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, რადგან წმინდა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა შემოაბრძანა იგი საქართველოში. ამ მსვლელობით კი, მორწმუნეები ღვთისმშობელს მფარველობას და შეწევნას შესთხოვენ.

დღის ბოლოს, მსვლელობის მონაწილეებმა ღვთისმშობლის ხატი სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს.