loader

ქართველი მასაჟისტი ბავშვს ისეთებს უკეთებს, გული ვერ გაგიძლებთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი მასაჟისტი ბავშვს ისეთებს უკეთებს, გული ვერ გაგიძლებთ

ამ ვიდეომ, რომელზეც ასახულია როგორ უკეთებს მასაჟს თვეების ჩვილს მასაჟისტი ქალი, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია სოციალურ ქსელში. ფეისბუქის გვერდზე Georgian Moms, ქართველი დედები აღშფოთებას ვერ მალავენ. წერენ, რომ მასაჟისტი არაპროფესიონალია, რადგან ჩვილს მასაჟს ხელზე მასიური ბეჭდით უკეთებს რაც დაუშვებელია, თანაც ბავშვი ტკივილისგან 2 წუთის განმავლობაში ტირილს არ წყვეტს, ამას კი კამერით მშვიდად იღებს ჩვილის დედა.

"ამ ვიდეოს შემდეგ, ისეთი შოკი განვიცადე, სულ ჩემ პატარას ვეფერები, ეს რა უბედურებაა"; "ისე შეიძლება გაუტყდეს ძვლები, ვერც გაიგებთ! ბოლოს ტირილისგან დაიღალა და აღარ ტირის. იყო ასეთი შემთხვევა, ასეთი მასაჟის დროს ბავშვი კინაღამ შოკით მოკვდა"; "გული ცუდად გამიხდა, არ ესმით, რომ ეს უდიდესი სტრესია ბავშვისთვის"; "ეს რა საშინელება ვნახე! ბავშვის დედას სულ ოდნავ გაეგება რა არის მასაჟი? ან პედიატრი არ ჰყავს? ამ პაწუკას ჯერ რად უნდოდა მასაჟი? გადასარევი მასაჟისტი მყავდა, რომელსაც ერთხელ არ აუტირებია ბავშვი. ეს რა უბედურებაა!" - წერენ აღშფოთებული დედები ფეისბუქის ჯგუფში.

ასევე იხილეთ:

ეს უნდა ნახოთ! - პატარა გოგონა უმცროს ძამიკოს მასაჟს უკეთებს

განტვირთვა ჩვილებისთვის - ვიდეო, რომელიც უბრალოდ დაგამშვიდებთ

იოგა ჩვილებისთვის - ქალი, რომელსაც მშობლები შვილების "წვალებას" ანდობენ