loader

უნიკალური კადრები - ციდან გადაღებული საველე წვრთნები ვაზიანის აეროდრომზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უნიკალური კადრები - ციდან გადაღებული საველე წვრთნები ვაზიანის აეროდრომზე

ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების "ღირსეული პარტნიორი" ფარგლებში ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ბატალიონის დონის საველე ტაქტიკური წვრთნა გაიმართა. იმიტირებული სცენარის მიხედვით პირობითი მოწინააღმდეგე დასახლებულ პუნქტში გამაგრდა და აეროპორტის კონტროლი განახორციელა. ქართულ-ამერიკული დანაყოფების მიზანი დასახლებულ პუნქტზე იერიშის მიტანა და მოწინააღმდეგისგან ტერიტორიისა და აეროპორტის განთავისუფლება იყო, რის შემდეგაც თავად გამაგრდნენ ოპერაციის რაიონში. სწავლებაში ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანები "ბრედლი" და ქართულ შეიარაღებაში არსებული ქვეითთა საბრძოლო მანქანები "ქსმ-2" მონაწილეობდა.

ამ ვიდეოში სამხედრო წვრთნებს განსხვავებული, ჯერ არნახული რაკურსით იხილავთ. კადრები უნიკალურია იმით, რომ სამხედრო სწავლების აეროგადაღება საქართველოში ჯერ არ მომხდარა.

ავტორი: ირაკლი გედენიძე