loader

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის მუშები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის მუშები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ

გაეზრდებათ თუ არა ხელფასი თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე მომუშავე მუშებს, 20 მაისს გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მუშებთან შეხვედრის შემდეგ სამუშაოების მწარმოებელი ჩინური კომპანიის მენეჯერის მოადგილემ, გურამ ვახტანგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელფასების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამუშაოების დამკვეთი - მუნიციპალური განვითარების ფონდი.

როგორც ვახტანგიშვილმა აღნიშნა, კომპანიის წარმომადგენელი დღეს შეხვდება მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებს და გადაწყდება ხელფასის ოდენობის საკითხი.
თავად მუშების განცხადებით კი, 20 მაისამდე გააგრძელებენ გაფიცვას და შესაბამისად, მაგისტრალის მშენებლობა შეჩერდა.

როგორც მუშები აცხადებენ, ისინი მოითხოვენ, დღიური ხელფასი 21 ლარიდან გაიზარდოს 30 ლარამდე.