loader

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები გაიფიცნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები გაიფიცნენ

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი განათლების სამინისტროსადმი ხელმოწერებს აგროვებენ.

როგორც ცენტრის თანამშრომლებმა განაცხადეს, ყველა თანამშრომელი გაფიცულია. უცვლელი რჩება ცენტრის თანამშრომელთა ის მოთხოვნები, რომლებიც ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა 16 მაისს გაავრცელა. თანამშრომლები ხელმოწერებს სწორედ ამ მიმართვაზე აკეთებენ, რომელიც დღის ბოლოს განათლების სამინისტროს გადაეგზავნება.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ზაზა აბაშიძე დღეს არ გამოჩენილა. როგორც ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, პროფესორმა ელენე მაჭავარიანმა განაცხადა, 2011 წელს შაშკინის მიერ მიღებული კანონი დამანგრეველია სამეცნიერო დაწესებულებისთვის, რადგან ხელმძღვანელს თანამშრომლები კი არ ირჩევენ, არამედ განათლების სამინისტრო ნიშნავს. მაჭავარიანი აცხადებს, რომ ისინი ამის წინააღმდეგ გამოდიან, პიროვნულად არ ეხებიან არჩეულ კანდიდატს და ცენტრისთვის მისაღები იქნება ისეთი ხელმძღვანელი, რომელიც წარმატებით განახორციელებს სამეცნიერო საქმიანობას და ცენტრის პოპულარიზაციას მოახდენს და ასეთად ცენტრის ყოფილი დირექტორი ბუბა კუდავა ესახებათ.