loader

ჯადოსნური მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია ალქიმიკოსზე, რომელმაც ოჯახი ოქროზე გაცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯადოსნური მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია ალქიმიკოსზე, რომელმაც ოჯახი ოქროზე გაცვალა

"მამაჩემმა მიამბო ისტორია ალქიმიკოსზე, რომელმაც შექმნა მძლავრი მოწყობილობა იმისთვის, რომ ნებისმიერი მეტალი ოქროდ ექცია, მაგრამ მოწყობილობის გაძლიერებას მან მეხსიერება შესწირა..." - ასე იწყება თხრობა გულისამაჩუყებელი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმისა, სახელწოდებით "ალქიმიკოსის წერილი", რომლის რეჟისორი კარლოს ანდრე სტივენსია.

ახალგაზრდა მამაკაცი წერილს იღებს გარდაცვლილი ალქიმიკოსისგან, რომელიც მისი მამა იყო და რომელმაც ოჯახი მიატოვა... წერილიდან შვილი გაიგებს, რომ მამამ ოქროს დამამზადებელი ძლიერი მოწყობილობის შესაქმნელად თავისი მოგონებები გამოიყენა: მოგონებები საყვარელ ცოლზე, მის მიერ მიტოვებულ შვილზე, იმ ადგილებზე, რომლებიც ნახა და ისტორიებზე, რომლებიც ახსოვს... ალქიმიკოსი შვილს გამოუტყდება, რომ ყველაფერმა, რაც ცხოვრებაში ნახა და განიცადა, მიიყვანა ერთადერთ დასკვნამდე, რომ ყველაზე ფასეული - სიყვარულია...