loader

დღის გმირი: ჯარისკაცმა ცეცხლმოკიდებული მანქანიდან მგზავრი გამოიყვანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღის გმირი: ჯარისკაცმა ცეცხლმოკიდებული მანქანიდან მგზავრი გამოიყვანა

ჯარისკაცი გმირად შერაცხეს მას შემდეგ, რაც ინტერნეტში ვიდეო გაჩნდა, თუ როგორ მიირბინა მან ცეცხლმოკიდებულ მანქანასთან და შიგ მჯდომი მგზავრი გადმოიყვანა. ავარია კვირას, ჩრდილოეთ კაროლინაში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთმა მძღოლმა ცენტრალური ხაზი გადაკვეთა და მანქანას დაარტყა, რომელშიც ორი მგზავრი იმყოფებოდა. მეხანძრეების მოსვლამდე დასახმარებლად მეზობლები გამოვიდნენ. მათ შორის იყო არმიის კაპიტანი სტივ ვოგლესონი, რომელმაც ცეცხლმაქრით მანქანის ფანჯარა ჩაამტვრია და უილიამ ტომპსონი მანქანიდან გადმოიყვანა.

"ცეცხლმაქრს დავტაცე ხელი და უკანა ფანჯარა ჩავამსხვრიე, ასევე, მძღოლის მხარეზე მდებარე ფანჯარა. რაიმე კონკრეტული გეგმა არ მქონია. ჯარისკაცი რომ არ ვყოფილიყავი, არ მეცოდინებოდა, რა მექნა. ჯარმა ბევრი რამ მასწავლა", - განაცხადა ვოგლესონმა.