loader

14 წლის გოგონა ბიჭის ცემისა და გინებისთვის პოლიციამ დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

14 წლის გოგონა ბიჭის ცემისა და გინებისთვის პოლიციამ დააკავა

სკოლის ფორმაში გამოწყობილი, კიკინებიანი გოგონა, ერთი შეხედვით, უმანკოდ მოგეჩვენებათ, მაგრამ ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ მიხვდებით, რომ გარეგნობა ხშირად იტყუება.

Facebook-ზე მობილურით გადაღებული ვიდეო აიტვირთა, რომელზეც ჩანს, როგორ აგინებს და სცემს 14 წლის გოგონა ბიჭს. ვიდეო ინგლისშია გადაღებული. როგორც dailymail.co.uk წერს, გოგონა იამაიკურ სლენგზე საუბრობს და საუბარში არანორმატიულ ლექსიკას იყენებს.

ერთ კვირაში ვიდეომ 2.7 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა და პოლიციის ხელშიც აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა გოგონა დააკავეს და მალე ის სასამართლოს წინაშე წარდგება.