loader

"ბიბლუსი გალერეაში" "ემერიტუს სპიკერის" შეხვედრა გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბიბლუსი გალერეაში" "ემერიტუს სპიკერის" შეხვედრა გაიმართა

"ბიბლუსი გალერეაში" "ემერიტუს სპიკერის" რიგით მეხუთე შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გიორგი ბაქრაძემ და სანდრო ასათიანმა გაუზიარეს.

"ემერიტუს სპიკერი" ახალი პროექტია, რომელიც სპეციალურად "ემერიტუს ტრენინგის" კურსდამთავრებულებისთვის შეიქმნა. თუმცა მაღალი ინტერესის გამო "სპიკერის" რიგებს სხვა დაინტერესებული მსმენელებიც შეემატნენ. შეხვედრაზე დასწრება უფასოა, მსურველები წინასწარ, ონლაინ-რეჟიმში უნდა დარეგისტრირდნენ "ემერიტუს სპიკერის" ვებგვერდზე. შეხვედრების ინტერაქტიული სტილი სტუდენტებს მათთვის აქტუალური შეკითხვების დასმისა და მათზე კომპეტენტური პასუხების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

ავტორი: თამარ კორკოტაშვილი