loader

ექსკურსია წყნეთის აგარაკებზე - როგორ გამოიყურება სახლი, სადაც დავით ბაქრაძე ცხოვრობდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექსკურსია წყნეთის აგარაკებზე - როგორ გამოიყურება სახლი, სადაც დავით ბაქრაძე ცხოვრობდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს წყნეთის სამთავრობო აგარაკები დაათვალიერებინეს.

2013 წლიდან წყნეთის აგარაკები ქირავდება, იქამდე კი, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, ამ სახლებში მთავრობის თითქმის ყველა წარმომადგენელი ცხოვრობდა.

ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის სახლი დაეთვალიერებინათ. ბაქრაძის აგარაკი 6 საძინებელი ოთახისგან შედგება, ყველა მათგანს საკუთარი სააბაზანო აქვს. ამასთან, სახლში დიდი მისაღები და სამზარეულოა. აგარაკი დავით ბაქრაძემ იქ ცხოვრების პერიოდში გაარემონტა, იქამდე კი სახლში პარლამენტის სხვა თავმჯდომარეები ცხოვრობდნენ. როგორც წყნეთის სამთავრობო აგარაკებზე დასაქმებულები აცხადებენ, დავით ბაქრაძის აგარაკი ყველაზე ფეშენებელურია და მისი ქირაობის მსურველებს თვეში 7500 ლარის გადახდა მოუწევთ.

ასევე იხილეთ: ფეშენებელური აგარაკი წყნეთში, სადაც გიგი უგულავა ოჯახთან ერთად ცხოვრობდა