loader

რას აპროტესტებენ აირწინაღებით საქართველოში თურქეთის საელჩოსთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას აპროტესტებენ აირწინაღებით საქართველოში თურქეთის საელჩოსთან

საქართველოში თურქეთის საელჩოსთან ორგანიზაციების: "მწვანე მუშტი" და "ვეგან ბაზას" წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, "მწვანე მუშტის" წარმომადგენლის, ნიკოლოზ წიქარიძის განცხადებით, ისინი თურქეთში დაგეგმილი ორი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას აპროტესტებენ.

როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, თურქეთი არის სეისმურად აქტიური ქვეყანა და ავარიის შემთხვევაში, შესაძლოა, ჩერნობილი და იაპონიის შემთხვევა განმეორდეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს ატომური სადგურები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ თურქეთს, არამედ რეგიონს.

ნიკოლოზ წიქარიძის თქმით, მსგავსი საპროტესტო აქციები იმართება ასევე თურქეთში, საბერძნეთში, კვიპროსსა და სხვა ქვეყნებში. თურქეთის საელჩოს წინ აქცია მცირერიცხოვანი იყო და მალევე დასრულდა.