loader

მიწისქვეშა შახტა-ლაბორატორია თბილისის ცენტრში, რომლის შესახებაც ბევრს არ სმენია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიწისქვეშა შახტა-ლაბორატორია თბილისის ცენტრში, რომლის შესახებაც ბევრს არ სმენია

უნიკალური მიწისქვეშა ნაგებობა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, როგორ წარმოუდგენლადაც არ უნდა ჟღერდეს, დედაქალაქის ცენტრში, სააკაძის მოედნის ქვემოთ, 16-30 მეტრის სიღრმეში მდებარეობს... აქ მომავალ სამთო ინჟინერებს ამზადებენ. მიწისქვეშა ლაბორატორიაში ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კორპუსიდან მოხვდებით.

შახტა-ლაბორატორია რამდენიმე ჰორიზონტალური, დახრილი, ვერტიკალური გვირაბისა და აუდიტორიისგან შედგება, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე სამთო-შახტური მოწყობილობებით, მექანიზმებითა და მიწისქვეშა ელექტრომომარაგების მთელი სისტემით. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ საწარმოო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ მიწისქვეშ განთავსებულ გვირაბებში შესაძლებელია ლაბორატორიული, პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობების ჩატარება.

ავტორები: თორნიკე ყაჯრიშვილი, გიორგი შეყილაძე

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" საიტზე

ასევე იხილეთ:

საიდუმლო მიწისქვეშა სამხედრო ბაზა მცხეთაში, რომელზეც ჯერ არ გსმენიათ

ექსკლუზიური კადრები: თქვენ პირველები ნახავთ, რა ხდება მცხეთის კვლევით ბირთვულ რეაქტორში