loader

ტაქსი მხოლოდ ჯაზის მოყვარულებისთვის და ტაქსისტი ცხოვრების საოცარი ისტორიით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტაქსი მხოლოდ ჯაზის მოყვარულებისთვის და ტაქსისტი ცხოვრების საოცარი ისტორიით

მხატვარი, დიზაინერი, წარსულში მუსიკოსი და ჯაზის დიდი მოყვარული - ტაქსის მძღოლის აუდიტორია ამჯერად მისი ტრადიციული მგზავრების რაოდენობას აჭარბებს. მამუკა გერმანაშვილი საკუთარ გამოცდილებასა და მუსიკის სიყვარულს "ბიბლუსი გალერეაში" შეკრებილებს უზიარებს.

დისკუსია გემოვნებიან მუსიკაზე და იმ ისტორიების გაცნობა, რომლებიც ჯაზტაქსის მგზავრებს აერთიანებს, საათზე მეტხანს გაგრძელდა. ჯაზზე შეყვარებულმა ტაქსისტმა თავისი ისტორია აუდიტორიას ახალი პროექტის, "ბიბლუსო-თეკას" ფარგლებში გააცნო. "ბიბლუსი გალერეა" და პრეზენტატორთა კლუბი "პრეზენტატორიუმი", ადამიანებს საინტერესო ისტორიებით, საზოგადოებას მომავალშიც გააცნობს.

ავტორები: თეა ბითაძე, გიგა ხურცილავა