loader

სამხედროების რეპეტიცია და ტექნიკა თავისუფლების მოედანზე - მზადება 26 მაისისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამხედროების რეპეტიცია და ტექნიკა თავისუფლების მოედანზე - მზადება 26 მაისისთვის

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე იდგმება სტენდები, რომლებზეც სხვადასხვა სახელმწიფო უწყება იქნება წარმოდგენილი. ასევე, თავისუფლების მოედანზე მონტაჟდება სცენა, საიდანაც ხვალ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სამხედროებს სიტყვით მიმართავენ. ადგილზე გამოჰყავთ სამხედრო ტექნიკა. ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე უკვე რამდენიმე მძიმე ტექნიკაა განთავსებული. გარდა ამისა, რეპეტიციას გადიან სამხედროები.

ამასთან, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორის, მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო ხელოვნური გათოვლიანების პროცესი.