loader

რკინის ჯიხურს შეფარებული ოჯახი 156 ლარით და უმწეოთა სასადილოდან მოტანილი საკვებით ცხოვრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რკინის ჯიხურს შეფარებული ოჯახი 156 ლარით და უმწეოთა სასადილოდან მოტანილი საკვებით ცხოვრობს

ობოლაძეების 3-სულიანი ოჯახის ერთადერთი საცხოვრებელი რკინის ჯიხურია. 44 წლის თამაზ ობოლაძე, მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად, 3 წელია თბილისში, შეშელიძის 62 ნომერში რკინის სავაჭრო ჯიხურში ცხოვრობს. უსახლკარო ოჯახს თავშესაფარი ახლობელმა დროებით დაუთმო, თუმცა, შესაძლოა, ოჯახი წლინახევრის ბავშვთან ერთად მალე ღია ცის ქვეშ აღმოჩნდეს.

ოჯახის უფროსმა, უამრავი მცდელობის მიუხედავად, სამსახური ვერ იშოვა და ყოველდღიური, მიზერული შემოსავლის - 5-6 ლარის შოვნას ბოთლებისა და ჯართის შეგროვებით ცდილობს. 3-სულიანი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო 156-ლარიანი სოციალური დახმარებაა, ყოველდღიური კვების რაციონი კი, უმწეოთა სასადილოდან მოტანილი, არც ისე სახარბიელო ულუფა...

ავტორები: თიკო გურაშვილი, გიგა ხურცილავა