loader

რა მოსდის შენობას მიწისძვრის დროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მოსდის შენობას მიწისძვრის დროს

ამერიკელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს, თვალსაჩინოდ წარმოედგინათ, რა მოსდის შენობას მიწისძვრის დროს. სეისმოლოგებმა "საცდელის" როლში კალიფორნიაში, ქალაქ ელ სენტროს ძველი საწყობი აირჩიეს. მათ საწყობი სენსორებით, ვიდეოკამერებით და ძლიერი ვიბროდანადგარით აღჭურვეს. შემდეგ ნაგებობა რეზონანსულ სიხშირეზე შეარყიეს და ვიდეოზე გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სიძველისა (XX საუკუნის დასაწყისში აშენდა), შენობამ გამოცდას გაუძლო, ადგილზე დარჩა და მხოლოდ რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა.

საწყობის სტრუქტურაში კომბინირებული იყო აგური და რკინაბეტონი. ასეთი ტიპის შენობების მშენებლობა ამერიკაში 30-იან წლებში აკრძალეს, მაგრამ ასეთი ნაგებობები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დღემდეა გავრცელებული.