loader

ინდოეთში არანორმალური სიცხე ასფალტს ადნობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოეთში არანორმალური სიცხე ასფალტს ადნობს

ინდოეთში ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1400-ს მიაღწია. "ბიბისის" ცნობით, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა სტაბილურად 47 გრადუსია. ქვეყნის იმ რეგიონებში, სადაც ძლიერ სიცხეს ებრძვიან, საავადმყოფოებში მიმართვიანობა გაიზარდა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ტელენგანისა და ანდჰრა-პრადეშის შტატებში. ასევე მსხვერპლია დასავლეთ ბენგალისა და ორისას შტატებშიც.

ინდოეთში მაისის და ივნისის თვეები ყოველთვის ცხელია, რა დროსაც ტემპერატურა 40 გრადუსს სცდება ხოლმე, თუმცა, ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, წელს, ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებს გადააჭარბა.

ასევე იხილეთ: ნდოეთში ძლიერ სიცხეს 1400 ადამიანი ემსხვერპლა