loader

როგორ სთხოვა ხელი "შავფაროსანმა" ჟურნალისტს რუსთაველის გამზირზე, დამოუკიდებლობის დღის ზეიმის დროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ სთხოვა ხელი "შავფაროსანმა" ჟურნალისტს რუსთაველის გამზირზე, დამოუკიდებლობის დღის ზეიმის დროს

26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, რომელიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაიმართა, ქართული საბრძოლო ხელოვნების სკოლა - "შავფაროსნებიც" მონაწილეობდა. წარმოდგენას, რომელიც პარლამენტის წინ გაიმართა, ასობით თბილისელი და დედაქალაქის სტუმარი ადევნებდა თვალს.

ცეცხლოვანი და ენერგიული წარმოდგენის შემდეგ მაყურებლები რომანტიკული სანახაობის თვითმხილველები გახდნენ - ერთ-ერთმა "შავფაროსანმა" მაყურებელთა რიგებიდან თავისი შეყვარებული, ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტი იხმო და მას დაჩოქილმა, საჯაროდ სთხოვა ხელი.