loader

"სუხიშვილები" ეგვიპტის პირამიდებთან - გამორჩეული კონცერტი ანსამბლის 70-წლიან ისტორიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სუხიშვილები" ეგვიპტის პირამიდებთან - გამორჩეული კონცერტი ანსამბლის 70-წლიან ისტორიაში

"სუხიშვილების" საღამო ეგვიპტეში - ნაციონალურმა ბალეტმა გიზაში, პირამიდებთან საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართა.

ორსაათიან შოუს 4 000-მდე მაყურებელი დაესწრო. "სუხიშვილებმა", ძველთან ერთად, განახლებული პროგრამაც წარუდგინეს მაყურებელს. კონცერტს, ეგვიპტის მასშტაბით, პირდაპირ ეთერში რამდენიმე ადგილობრივი ტელეკომპანია გადასცემდა. დამსწრე საზოგადოებამ შოუს დამთავრების შემდეგ ანსამბლი ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.