loader

3 ივნისს თბილისში "ღია მმართველობის პარტნიორობის" რეგიონული კონფერენცია გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

3 ივნისს თბილისში "ღია მმართველობის პარტნიორობის" რეგიონული კონფერენცია გაიმართება

3 ივნისს თბილისში "ღია მმართველობის პარტნიორობის" რეგიონული კონფერენცია გაიმართება. საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც პარტნიორობის მაღალი დონის შეხვედრას მასპინძლობს. რეგიონულ კონფერენციაში 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, მოახდენს იმის დემონსტრირებას, რასაც ქვეყანამ ღია და გამჭვირვალე მმართველობის კუთხით მიაღწია.

"ღია მმართველობის პარტნიორობა" აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს.

სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის გამარტივებული ურთიერთობის მექანიზმია პორტალი mygov.ge - საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის საშუალებით ამ ვებგვერდიდან მიიღონ 70-ზე მეტი მომსახურება. პორტალზე წვდომა შესაძლებელია ტაბლეტებითა და სმარტფონებითაც.