loader

"არ გვაძლევენ, დააწერონ მაინც, რომ ქართულია" - რეპორტაჟი იერუსალიმიდან და ქართული წირვა რუსულ მონასტერში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ გვაძლევენ, დააწერონ მაინც, რომ ქართულია" - რეპორტაჟი იერუსალიმიდან და ქართული წირვა რუსულ მონასტერში

საუკუნეების განმავლობაში წმინდა მიწაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რამდენიმე ათეულ ეკლესია-მონასტერს ფლობდა, მათ შორის იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში. ერთ დროს ქართული სალოცავები დღეს სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების კუთვნილებაა. ამდენად, ისრაელში ჩასული ქართველი სასულიერო პირები, ადგილობრივ სასულიერო პირებთან ერთად წირავენ.

ისრაელში ქართულად წირვის გამართვა ქართველმა სასულიერო პირებმა გალილეის ზღვასთან, წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის რუსულ მონასტერში შეძლეს. ამისთვის დეკანოზმა დავით ქვლივიძემ იქ მყოფ რუს მონაზონს მადლობა გადაუხადა. ქართველების ერთადერთი თავშესაკრები ლოდში არსებული ქართული სახლია, სადაც ქართულად გარკვეული პერიოდით წირვა-ლოცვა ტარდებოდა, შემდეგ კი შეწყდა.