loader

ბავშვთა ახალი შემეცნებით-გასართობი ცენტრი "ბიბლუსი kids", სადაც თქვენს პატარებს წიგნებს თამაშ-თამაშით შეაყვარებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბავშვთა ახალი შემეცნებით-გასართობი ცენტრი "ბიბლუსი kids", სადაც თქვენს პატარებს წიგნებს თამაშ-თამაშით შეაყვარებენ

გასართობი სივრცე, საბავშვო ლიტერატურა, სათამაშოები, "ჩი გუსტას" დესერტი - ეს ყველაფერი "ბიბლუსი kids"-ში გაერთიანდა. ბავშვთა ახალი შემეცნებით-გასართობი ცენტრი ვაკეში, "ბიბლუსი გალერეას" პირველ სართულზე განთავსდა.

გასართობი სივრცე ბატუტს, კარუსელს, ბურთების აუზსა და სასრიალოს აერთიანებს. აქვეა დამონტაჟებული სათამაშო აპარატები, სადაც შესაძლებელია ბოულინგის, ფეხბურთის, რალის თამაში. გასართობ სივრცეში ერთი საათის გატარება 7 ლარი ეღირება. სათამაშო აპარატებით სარგებლობას კი პატარები 1-ლარიანი მონეტებით შეძლებენ. პატარების გართობაზე "პოპინსები" იზრუნებენ – ასე ჰქვიათ "ბიბლუსი kids"-ის ძიძა-ანიმატორებს.

"ბიბლუსი kids"-ის საზეიმო, გრანდიოზულ გახსნაზე პატარებს უამრავმა ზღაპრის გმირმა უმასპინძლა, ცენტრის პირველი სტუმრების გართობაზე იზრუნა ილუზიონისტმა დავით რობაქიძემ. რამდენიმე საათის განმავლობაში ზღაპრულმა პერსონაჟებმა ბავშვებს სხვადასხვა ტიპის გასართობი პროგრამა შესთავაზეს.

"შეიმეცნე ხალისით" "ბიბლუსი kids"-ის დევიზია. შაბათ-კვირას ცენტრში კითხვის დღე მოეწყობა. მოწვეული კოსტიუმირებული ზღაპრის გმირი პატარებს საკუთარ ისტორიას მოუყვება. "ბიბლუსი kids" ყოველდღე, 10.00-დან 23.00 საათამდე იმუშავებს.