loader

მოსწავლეების ცემაში ბრალდებული მასწავლებელი სათვალთვალო კამერით გამოიჭირეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსწავლეების ცემაში ბრალდებული მასწავლებელი სათვალთვალო კამერით გამოიჭირეს

იტალიაში, აპულიას რეგიონის დაწყებითი სკოლის მაწავლებელი ბავშვებთან სასტიკი მოპყრობის ბრალდებით დააპატიმრეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, პედაგოგი ბავშვებს ემუქრებოდა, სცემდა, შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა. დაცინვის შესახებ პოლიციას მშობლებმა შეატყობინეს. სამართალდამცველებმა კლასში სათვალთვალო კამერები დაამონტაჟეს, რის შემდეგაც ყველაფერი ნათელი გახდა.

50 წლის მასწავლებელი სასამართლოს წინაშე წარდგა. აღმოჩნდა, რომ ბავშვების მუდმივი ცემა და დამცირება ქალის პედაგოგიურ პრაქტიკაში იყო. სასამართლოს ჯერ საბოლოო განაჩენი არ გამოუტანია, მომავალი სხდომების მოლოდინში ქალი შინაპატიმრობაში იმყოფება.