loader

თვითმკვლელმა პოლიციელების თვალწინ მანქანა ააფეთქა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვითმკვლელმა პოლიციელების თვალწინ მანქანა ააფეთქა

ავტომობილის მძღოლთან გასაუბრების მცდელობა ორი ტეხასელი პოლიციელისთვის საავადმყოფოში მოხვედრით დასრულდა. ოსტინთან ახლოს, პოლიციელები პროდუქტების მაღაზიასთან გაჩერდნენ, სადაც მამაკაცი იმყოფებოდა, რომლის ქცევებიც მაღაზიის გამყიდველს საეჭვოდ მოეჩვენა. პოლიციელების გამოჩენისას მამაკაცი საკუთარი ავტომობილისკენ გაემართა და მისი შეჩერების მცდელობისას პოლიციელებს ავტომობილის დაწვით დაემუქრა. მალევე სანთებელა აანთო და ავტომობილის სალონში აფეთქება მოხდა. აფეთქებამ პოლიციელები გვერდზე გაყარა, ცეცხლის გამჩაღებელი კი, როგორც კადრებში ჩანს, ასფალტიდან ადგა და ცეცხლმოკიდებულ ავტომობილში ჩაჯდა, მაგრამ რამდენიმე წამში უკან გადმოხტა. იგი საშუალო სიმძიმის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების დახმარება დასჭირდათ სამართალდამცველებსაც.

ინციდენტის გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ექსპერტები თვლიან, რომ მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა და ამისთვის ავტომობილის სალონში რამდენიმე კანისტრა ბენზინი ჰქონდა.