loader

სარდაფში ჩაკეტილი სამუზეუმო ექსპონატები - რაში ადანაშაულებს დეპუტატი გუბერნატორს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სარდაფში ჩაკეტილი სამუზეუმო ექსპონატები - რაში ადანაშაულებს დეპუტატი გუბერნატორს

მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს ქალაქ მცხეთაში კონტროლის პალატის შენობის სარდაფში განთავსებული სამუზეუმო ექსპონატების დათვალიერებისას განუცხადა, რომ გუბერნია ხელს უშლის მუზეუმის პროექტის განხორციელებას.

დეპუტატმა ექსპონატები მუზეუმის დირექტორ ნიკოლოზ მაისურაშვილთან ერთად დაათვალიერა. მისი თქმით, უკვე შერჩეულია შენობა; ასევე, არსებობს მისი პროექტიც და მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილია ორი მილიონი დოლარი, რათა აღნიშნული სამუზეუმო ექსპონატების გადატანა მოხდეს შესაბამის პირობებში. თუმცა, ხუნდაძის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება პროექტის დაწყებას აჭიანურებს. დეპუტატი ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, შენობა, სადაც მცხეთის მუზეუმის განთავსება იგეგმება, მცხეთის გუბერნიას და გუბერნიაზე პასუხისმგებელ პირს, ნუგზარ ყიფიანს სხვა მიზნებისთვის სჭირდება.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი დეპუტატის განცხადებას სიცრუეს და აბსურდს უწოდებს. ყიფიანი აცხადებს, რომ მას არც უფლებამოსილება და არც სურვილი გააჩნია, შეაფერხოს მუზეუმის მშენებლობა. გუბერნატორის თქმით, დიმიტრი ხუნდაძის ბრალდება, რომლის მიხედვითაც, მცხეთის გუბერნია ქალაქის მუზეუმის მშენებლობას აფერხებს, აბსურდია.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი