loader

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე ვერე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე ვერე

ძლიერმა წვიმამ და ქარმა წუხელ თბილისში სერიოზული პრობლემები შექმნა. დატბორა რამდენიმე ქუჩა, ქარმა წააქცია ხეებიც.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რთული ვითარება იყო აღმაშენებლის ხეივანსა და დიდ დიღომში, "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, ვაკე-საბურთალოს მონაკვეთსა და ნაძალადევის რაიონში. წვიმის შედეგად დატბორილ ქუჩებში გადაადგილება უჭირდათ მანქანებს.

ვაკის რაიონში წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე. ადიდდა მდინარე ვერეც. წყლის დონე მდინარეში დღეს დილითაც მაღალია.