loader

ძაღლების თავშესაფარი მდინარე ვერემ დატბორა: ღამის კადრები და დახრჩობისთვის განწირული ძაღლების ყეფა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძაღლების თავშესაფარი მდინარე ვერემ დატბორა: ღამის კადრები და დახრჩობისთვის განწირული ძაღლების ყეფა

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ თბილისში, სანაძის ქუჩაზე მდებარე თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი დატბორა. თავშესაფარი დაახლოებით ღამის 12 საათისთვის დაიტბორა. სტიქიის შედეგად 12 ძაღლი დაიხრჩო. თავშესაფარში სულ 450 ძაღლი იმყოფება. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ, რათა მოხდეს ხეებისა და შლამისგან თავშესაფრის და მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა.

როგორც თავშესაფრის მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რა ფინანსური ზარალი მიადგა თავშესაფარს.

ვიდეო Youtube-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა განათავს

ასევე იხილეთ: რა მდგომარეობაა ძაღლების თავშესაფარში დატბორვის შემდეგ