loader

"ვხედავდი, როგორ შემოდიოდა მდინარე სახლში" - ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში ოჯახი უსახლკაროდ დარჩა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვხედავდი, როგორ შემოდიოდა მდინარე სახლში" - ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

წყნეთისხევის ქუჩაზე წუხანდელი სტიქიის შედეგად ერთი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. ადიდებულმა მდინარე ვერემ ორი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დატბორა. როგორც "პალიტრა ტვ"-სთან საუბრისას ინგა გაფრინდაშვილმა განაცხადა, სახლიდან ვერაფრის გამოტანა ვერ მოასწრეს. გაფრინდაშვილის საცხოვრებელი სახლი ამ მომენტისათვის მთლიანად დატბორილია. ადგილზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციათა სამსახურის, 112-ის წარმომადგენლები და სამაშველო სამსახურის ბრიგადა. ისინი ცდილობდნენ შლამისგან ტერიტორიის გასუფთავებას და დაგროვილი წყლის ამოტუმბვას.

სტიქიის შედეგად ასევე დატბორილი და დაბინძურებულია ვარაზისხევში მდებარე "მომავლის სკოლის" ტერიტორია. ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების წარმომადგენლები, ასევე, სამშველო ბრიგადა, რომლებიც ტერიტორიას ნარჩენი მასალისგან წმენდენ. იწმინდება ასევე "მზიურის" ტერიტორიაზე გზის მონაკვეთი.

ასევე იხილეთ: ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე ვერე