loader

პრემიერი და თავდაცვის მინისტრი "დელტას" ესტუმრნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრემიერი და თავდაცვის მინისტრი "დელტას" ესტუმრნენ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი "დელტას" ესტუმრნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის მეთაურს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა თინათინ ხიდაშელმა და სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, "დელტას" უფროსმა უჩა ძოძუაშვილმა უმასპინძლეს. "დელტაში" იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.

წელს "დელტამ" სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების 15 ახალი პროდუქცია წარმოადგინა. კერძოდ, მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენი, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, უდაბნოს პირობებისთვის ადაპტირებული ჯავშანმანქანა, სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარები და სხვა თავდაცვითი საშუალებები.

ავტორი: ნათია რუხაძე