loader

"არ მაინტერესებს, რას ითხოვს მანიაკი ოქროპირიძე! მკვლელი გასამართლდეს!" - მოკლული ლაშა მახარაძის დედა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ მაინტერესებს, რას ითხოვს მანიაკი ოქროპირიძე! მკვლელი გასამართლდეს!" - მოკლული ლაშა მახარაძის დედა

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ისევ ვერ გამოიტანეს, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. მოსამართლემ ნაფიცი მსაჯულები დაითხოვა და მათი შერჩევის მომდევნო სხდომა 10 ივნისს ჩაინიშნა. თუ სასამართლო ამ პერიოდშიც ვერ ჩაეტევა, გიორგი ოქროპირიძე მათ ვერდიქტს უკვე საპატიმროს გარეთ დაელოდება, რადგან მას 12 ივნისს წინასწარი 9-თვიანი პატიმრობის ვადა ეწურება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ლაშა მახარაძის დედა ამბობს, რომ ბრალდებული არა ნაფიცი მსაჯულების მიერ, არამედ მოსამართლის მიერ უნდა გასამართლდეს.