loader

ბრაზილიელმა პოლიციელმა საკუთარი ქალიშვილის თვალწინ მძარცველი დაცხრილა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრაზილიელმა პოლიციელმა საკუთარი ქალიშვილის თვალწინ მძარცველი დაცხრილა

სათვალთვალო კამერამ გამაოგნებელი შემთხვევა დააფიქსირა, რომელიც ბრაზილიაში, მინას-ჟერაისის შტატში ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა.

დამნაშავე შეცდომით პოლიციელს მიადგა გასაძარცვად, რომელიც იმ მომენტში სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. კადრებში ჩანს, მამაკაცს, რომელიც ავტომობილში საწვავს ასხამს, გვერდით ნიღბიანი მძარცველი უახლოვდება, რამდენიმე სიტყვას ეუბნება და საბარგულისკენ მიდის. უმალვე მამაკაცი იარაღს იღებს და ქურდს ცეცხლს უხსნის.

სამართალდამცველი არ შეუჩერებია იმ გარემოებასაც კი, რომ მის გვერდით მისი პატარა ქალიშვილი იმყოფებოდა. მძარცველი ადგილზე გარდაიცვალა.