loader

რა პირობებში და რომელი შპს ამზადებდა საკვებად უვარგის ძეხვსა და სოსისს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა პირობებში და რომელი შპს ამზადებდა საკვებად უვარგის ძეხვსა და სოსისს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტზე, შპს "გორანელის" დირექტორი ნიკოლოზ წიკლაური და ტექნოლოგი ანდრეი გურალნიკი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები შპს "გორანელის" კუთვნილ საწარმოში, სანიტარული ნორმებისა და დადგენილი სტანდარტების უხეში დარღვევით ამზადებდნენ და შემდგომ რეალიზაციას უწევდნენ ფალსიფიცირებულ ხორცპროდუქტებს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე. მათ დაამზადეს და გაყიდეს დიდი ოდენობით საკვებად უვარგისი ძეხვი და სოსისი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პროდუქცია არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს და გარკვეული მინარევების შერევის შედეგად შეცვლილი აქვს თვისობრიობა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.