loader

სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე - როგორ ითხოვა მაღაზიაში წყალი გოგონამ, რომელიც მოგვიანებით გარდაცვლილი აღმოაჩინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე - როგორ ითხოვა მაღაზიაში წყალი გოგონამ, რომელიც მოგვიანებით გარდაცვლილი აღმოაჩინეს

სათვალთვალო კამერების ჩანაწერში ჩანს, როგორ შერბის 7 წლის შანაი მორისი მაღაზიაში ფეხშიშველი და სასმელ წყალს ითხოვს. ამ ამბიდან რამდენიმე საათში გოგონას დალურჯებული ცხედარი დეიდის და ბებიის სახლში, საკუთარ საწოლში აღმოაჩინეს. თვეების მანძილზე, მას შემდეგ, რაც დედას შანაი დროებით ჩამოართვეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატარაზე გამუდმებული ფიზიკური ძალადობა ხორციელდებოდა დეიდის და ბებიის მხრიდან.

შანაი თავის ტვინის შეშუპებით დაიღუპა. გოგონას გვამის დათვალიერებისას 50-ზე მეტი დაზიანება იპოვეს. შანაის დეიდა 24 წლის კეი-ენ მორისი და 54 წლის ბებია ჯუანილა სმაიკლი დამნაშავედ ცნეს და 8 წელი მიუსაჯეს.