loader

დავეხმაროთ 24 წლის მარიამ მათიაშვილს - გოგონას მერვე ოპერაციის გასაკეთებლად 45 ათასი დოლარი ესაჭიროება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავეხმაროთ 24 წლის მარიამ მათიაშვილს - გოგონას მერვე ოპერაციის გასაკეთებლად 45 ათასი დოლარი ესაჭიროება

24 წლის მარიამ მათიაშვილს 14 წელია თავის ფიბროზული ოსტეოდისპლაზია აქვს. ძვლების დაშლა 10 წლის ასაკიდან დაეწყო. მძიმე დაავადებამ სახის დეფორმაცია, ერთ თვალში მხედველობის დაკარგვა და სხეულში კისტების წარმოქმნა გამოიწვია. 14 წლის განმავლობაში მარიამს 7 ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი სიცოცხლის გადასარჩენად კიდევ ერთი ოპერაციაა საჭირო, მკურნალობისთვის საჭირო თანხა კი ოჯახს აღარ გააჩნია.

პროფესიით ფსიქოლოგი მარიამი სწავლის გაგრძელებაზე ოცნებობს, მაგრამ სანამ პროფესიულ მიზნებს აიხდენს, მას სიცოცხლისთვის ბრძოლა უწევს და კეთილი ადამიანების დახმარების იმედი აქვს. 20 ივნისს, ვაკის პარკში, მარიამ მათიაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

მარიამის დახმარების მსურველებს შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ანგარიშის ნომრებზე: "თიბისი ბანკი" GE07TB7990636080100005, მიმღები "ცხოვრება მშვენიერია"; "საქართველოს ბანკი" GE10BG0000000313292200, მიმღები მარიამ მათიაშვილი, ან დარეკეთ ნომერზე: 0901200120

ავტორი: თიკო გურაშვილი