loader

არყის გამო დაწყებული ხელჩართული ჩხუბი მარჯანიშვილის მეტროსთან და ხუთი დაკავებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არყის გამო დაწყებული ხელჩართული ჩხუბი მარჯანიშვილის მეტროსთან და ხუთი დაკავებული

თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს მახლობლად წუხელ ხუთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით განხორციელდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. მათივე განმარტებით, დაკავება მას შემდეგ განხორციელდა, რაც ხმაურის გამო პოლიციას მოქალაქემ მიმართა. სხვა დეტალებს შსს-ში არ აკონკრეტებენ.

ვიდეო, რომელზეც ღამით მომხდარი ხმაურიანი დაპირისპირებაა ასახული, "ფეისბუქზე" ფოტოგრაფმა ნოდარ ცხვირაშვილმა ატვირთა. როგორც გამვლელების კომენტარებიდან ირკვევა, სავარაუდოდ, დაპირისპირება ნასვამ მამაკაცსა და მაღაზიის თანამშრომელს შორის დაიწყო, არყის ვალის გამო. შემდეგ კი ხმაურს საპატრულო ეკიპაჟების გამოძახება და დაკავება მოჰყვა.