loader

სასწრაფოს ექიმს საცობში გზის გაკვლევა შიშველი ხელებით უწევს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასწრაფოს ექიმს საცობში გზის გაკვლევა შიშველი ხელებით უწევს

როგორ უნდა გადაიყვანო საავადმყოფოში პაციენტი, რომელსაც რეანიმაციული დახმარება სასწრაფოდ სჭირდება, მაშინ, როცა გზებზე საცობების გამო სასწრაფოდ გადაადგილება შეუძლებელია? ხანდახან ისეც ხდება, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად გზის გაკვალვა ხელით უწევთ.

"ახალგაზრდა ქალი გადაგვყავდა და მანქანაში რეანიმაციულ ღონისძიებებს ვატარებდით - იგი კლინიკური სიკვდილის მიჯნაზე იყო. საცობში გავიჭედეთ. მძღოლები არც ციმციმაზე და არც ხმოვან სიგნალზე არ რეაგირებდნენ. მაშინ ექიმმა-რეანიმატოლოგმა ანესთეზიოლოგს მისცა დავალება, "საცობი ხელით დაეშალა"... პაციენტი წარმატებული რეანიმაციის შემდეგ სტაციონარშია ჰოსპიტალიზებული", - ჰყვება პეტერბურგის სასწრაფო დახმარების ერთ-ერთი სარეანიმაციო ბრიგადის ექიმი.