loader

პრემიერის პასი - ღარიბაშვილმა რაგბის კავშირის პრეზიდენტს ბურთი "ააცალა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრემიერის პასი - ღარიბაშვილმა რაგბის კავშირის პრეზიდენტს ბურთი "ააცალა"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ მორაგბეებს სახელმწიფოს მაქსიმალურ მხარდაჭერას ჰპირდება. მთავრობის მეთაური დღეს სარაგბო ბაზა "შევარდენზე" იმყოფებოდა, სადაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად, სავარჯიშო დარბაზი და სათამაშო მოედნები დაათვალიერა.

პრემიერი ბაზაზე 18 და 20-წლამდელთა ნაკრების მორაგბეებს შეხვდა და მათ მიღწეული წარმატებები მიულოცა. ღარიბაშვილმა მორაგბეებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ კი პრემიერ-მინისტრს საჩუქრად გადასცა რაგბის ბურთი და მაისური, რომლითაც 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.