loader

კაპრალ რამაზ დავითაიას დაღუპვის გამო აშშ-ის საელჩოში დროშა დაუშვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კაპრალ რამაზ დავითაიას დაღუპვის გამო აშშ-ის საელჩოში დროშა დაუშვეს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი დაღუპულ კაპრალ რამაზ დავითაიას ოჯახს უსამძიმრებს. "ძალზე სამწუხარო მოვლენა მოხდა, რომელმაც დაგვამწუხრა მე, ჩემი მეუღლე და ამერიკის შეერთებული შტატები. გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჭრილობებისგან გარდაიცვალა კაპრალი რამაზ დავითაია. გვქონდა შესაძლებლობა, რამაზი გაგვეცნო რამდენიმე წლის წინ, როდესაც იგი გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა, სადაც გადიოდა მკურნალობას. ეს იყო შესანიშნავი ახალგაზრდა. ჩვენ ვიზიარებთ მწუხარებას და თანაგრძნობას გამოვხატავთ მისი ოჯახის, დედ-მამის, ძმის მიმართ. დღეს გამოვიყენე ჩემი ელჩის უფლებამოსილება და აშშ-ის საელჩოში დავუშვით დროშა პატივისცემის ნიშნად", - განაცხადა გუშინ რიჩარდ ნორლანდმა.

ISAF-ის მისიაში დაჭრილი კაპრალი რამაზ დავითაია გორის სამხედრო ჰოსპიტალში გუშინ გარდაიცვალა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რამაზ დავითაია მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდა მისიას. 2012 წლის 20 ივნისს ქართველი სამხედრო მოსამსახურე პატრულირების დროს მძიმედ დაიჭრა. რამაზ დავითაია თავდაპირველად გერმანიაში, ჰაიდელბერგის ამერიკულ კლინიკაში მკურნალობდა, შემდგომში კი რეაბილიტაციას "ნიუ ჰოსპიტალსა" და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა. მიმდინარეობდა მუშაობა აშშ-ის მთავრობასთან და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად კაპრალ დავითაიას ამერიკაში სამკურნალოდ შესაძლო გადაყვანაზე.