loader

დედამ ჩხუბის დროს ოპონენტი 6 წლის შვილს აცემინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დედამ ჩხუბის დროს ოპონენტი 6 წლის შვილს აცემინა

ამერიკის შტატ ინდიანაში სუპერმარკეტ Walmart-ის ორმა მყიდველმა სასტიკი მუშტი-კრივი ატეხა. ერთ-ერთ მოჩხუბარ ქალს თან ექვსი წლის ვაჟი ახლდა, რომელიც დედამ ცემაში მოიშველია.  ჩხუბი თვითმხილველმა გადაიღო. მუშტი-კრივი ერთმანეთისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ დაიწყო. კადრებში ჩანს, როგორ ეხმარება ვაჟი ქალს - იგი დედის მოწინააღმდეგეს შამპუნს და სარეცხ საშუალებებს ესვრის. ასევე, ისმის, როგორ აქეზებს დედა შვილს, რომ ქალს დაარტყას.

პოლიცია ვიდეოჩანაწერს სწავლობს. სამართალდამცველები შეშფოთებულები არიან ფაქტით, რომ სასტიკ ჩხუბში ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.