loader

ვიდეოფაქტი: რას დაემსგავსა აღმაშენებლის გამზირზე რეაბილიტირებული შენობები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეოფაქტი: რას დაემსგავსა აღმაშენებლის გამზირზე რეაბილიტირებული შენობები

რეაბილიტირებული აღმშენებლის გამზირი, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი საამაყო მიღწევა იყო. ექსპრეზიდენტმა, ძირითადად ფასადების დონეზე განახლებული გამზირი, რამდენიმეთვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ 2011 წელს პომპეზურად გახსნა ქალაქის იმჟამინდელ მერთან, გიგი უგულავასთან ერთად.

დღესდღეობით, აღმაშენებლის გამზირი ხელახალ რესტავრაციას საჭიროებს. ძველი შენობების ნაწილზე მოზრდილი ბზარებია, საწვიმარები გადაღუნული, ფერადი საღებავები გადაცლილი, ქვაფენილი აყრილი. იერსახის შეცვლაში გამვლელებსაც მიუძღვით "წვლილი" - სახლებზე პულივიზატორით წარწერებია გაკეთებული, ან კედლებს ნაკვალევი ეტყობა.

ავტორი: თიკო გურაშვილი