loader

მეეზოვე, რომელიც ერთ დღეში გმირად იქცა - ილია ჩოხელი საკუთარი ხელფასით 13 მზრუნველობამოკლებულს ეხმარება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეეზოვე, რომელიც ერთ დღეში გმირად იქცა - ილია ჩოხელი საკუთარი ხელფასით 13 მზრუნველობამოკლებულს ეხმარება

ილია ჩოხელის შესახებ საზოგადოებამ სოციალური ქსელიდან შეიტყო. ერთ დღეში მეეზოვე გმირად იქცა - 38 წლის მამაკაცი, რომელიც საკუთარი ხელფასით 13 მზრუნველობამოკლებულ პატარას ეხმარება.

ილიას რთული ცხოვრება აქვს გავლილი. 16 წლამდე ბავშვთა სახლში იზრდებოდა, რის შემდეგაც ქუჩაში აღმოჩნდა და 2 წელი ქუჩა-ქუჩა უშედეგოდ ეძებდა სამსახურსა და თავშესაფარს. საკუთარი მძიმე გამოცდილება ილია ჩოხელმა ქველმოქმედებად აქცია. მზრუნველობამოკლებული პატარები ნაქირავებ ბინაში მიიყვანა და მათზე შვილებივით ზრუნავდა. იმის გამო, რომ სათანადო პირობები არ ჰქონდა და არც მეუღლე ჰყავს, ბავშვები ჩამოართვეს, თუმცა მოზარდებზე ზრუნვა არ შეუწყვეტია.

ავტორები: თიკო გურაშვილი, გიორგი შეყილაძე