loader

"ოკუპირებული ტროტუარების გათავისუფლება" - "სითი პარკის" პარკირების თეთრი ხაზები შავი საღებავით გადაღებეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოკუპირებული ტროტუარების გათავისუფლება" - "სითი პარკის" პარკირების თეთრი ხაზები შავი საღებავით გადაღებეს

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერები: კახა კუკავა, ალექსანდრე შალამბერიძე და ბეჟან გუნავა დღეს ჭავჭავაძის #52-თან მივიდნენ, სადაც "სითი პარკის" მიერ ტროტუარზე გაკეთებული თეთრი ხაზები შავი საღებავით გადაღებეს.

როგორც ალექსანდრე შალამბერიძემ განაცხადა, პარლამენტმა "თავისუფალი საქართველოს" ლიდერების ძალისხმევით და აქციების ფონზე კანონი მიიღო "სითი პარკის" მიერ მოქალაქეების მანქანების გაუფრთხილებლად ქუჩებიდან მოპარვის აკრძალვის და უზარმაზარი ჯარიმების აკრძალვის შესახებ". შალამბერიძის თქმით, ეს ბრძოლა "სითი პარკის" წინააღმდეგ ახალ ეტაპზე გადადის და ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, ვიდრე თბილისის სხვა უბნებშიც საბოლოოდ არ დაუბრუნდება ტროტუარები ფეხით მოსიარულეებს.