loader

შეიხა მოზამ თბილისში ქართული სამზარეულო დააგემოვნა და ნანი ბრეგვაძეს შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეიხა მოზამ თბილისში ქართული სამზარეულო დააგემოვნა და ნანი ბრეგვაძეს შეხვდა

შეიხა მოზა ბინტ ნასერი რამდენიმე დღის წინ საქართველოს პირველად ესტუმრა არაოფიციალური ვიზიტით. მან შვებულება თბილისში ცნობილ დიზაინერთან, ულიანა სერგეენკოსთან ერთად გაატარა. საქართველოში ვიზიტის დროს ყატარის პირველმა ლედიმ ძველი ქალაქის ღირსშესანიშნაობები მოინახულა. ამასთან, ის მშრალ ხიდზეც იმყოფებოდა და მოინახულა ანტიკვარული მაღაზიები და გალერეები. საქართველოს დედაქალაქში დედოფალი სასტუმრო Rooms-ში გაჩერდა.

როგორც Ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, მის პატივსაცემად, რეზო გაბრიაძის კაფეში სტუმრებისათვის ნაციონალური მუსიკისა და ცეკვის თანხლებით ნამდვილი ქართული ვახშამი მოეწყო, სადაც ქართული სცენის ლეგენდამ - ნანი ბრეგვაძემ იმღერა საპატიო სტუმრისთვის. ნანი ბრეგვაძის ფანტასტიკური სიმღერით მოხიბლული სტუმრებიდან ერთ-ერთმა, ფროლ ბურიმსკიმ, ეს ვიდეო საკუთარ "ინსტაგრამზე" განათავსა.

იხილეთ შეიხა მოზას თბილისური ვოიაჟის ექსკლუზიური ფოტოები ambebi.ge-ზე