loader

გოგონები მაღაზიაში ყველის იმხელა ნაჭერს იპარავენ, ჩანთაში არ ეტევათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გოგონები მაღაზიაში ყველის იმხელა ნაჭერს იპარავენ, ჩანთაში არ ეტევათ

კარელიის რესპუბლიკის დედაქალაქ პეტროზავოდსკში გოგონები პროდუქტების მაღაზიიდან 14-კილოგრამიანი ყველის ორი უზარმაზარი ნაჭრის მოპარვას ცდილობდნენ, როდესაც ეს ამბავი ვიდეოსათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. ინციდენტის ვიდეოჩანაწერი მაღაზიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

კადრებში ჩანს, თუ როგორ ცდილობს ერთ-ერთი მყიდველი ყველის უზარმაზარი ნაჭრის ქალის ჩანთაში დამალვას, როდესაც მას მეორე გოგონა უახლოვდება ხელში არანაკლებ შთამბეჭდავი ზომის ყველით და თანამზრახველს ეხმარება.

ამის შემდეგ გოგონები სალოროს გვერდის ავლას აპირებდნენ, მაგრამ სავაჭრო ქსელის გასასვლელში ობიექტის დირექტორი შენიშნეს, რომელიც მათ უყურებდა, 14-კილოგრამიანი ყველი დააგდეს და მაღაზია დატოვეს.