loader

ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო - ავტომობილების მოძრაობა იზღუდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო - ავტომობილების მოძრაობა იზღუდება

დღეიდან ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ დაათვალიერეს. პროექტის თანახმად, რეაბილიტაციის ვადად განსაზღვრული არის 220 დღე. სარეაბილიტაციო პერიოდში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში მოძრაობა გარკვეულწილად შეიზღუდება როგორც ხიდის ზედა მხარეს, ასევე ქვეშ გასავლელ ნაწილში. მოძრაობა, სამუშაო პროცესიდან გამომდინარე, ეტაპობრივად გადაიკეტება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ხიდს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია. პროექტი ითვალისწინებს ბარათაშვილის ხიდის სავალი და საფეხმავლო ნაწილის შეცვლას, ასევე, მიწისქვეშა გადასასვლელების სრულ რეაბილიტაციას. ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 250 000 ლარია გამოყოფილი.