loader

ვიდეოფაქტი: ვაკეში ბალახი ბიბინებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეოფაქტი: ვაკეში ბალახი ბიბინებს

თბილისში ბოლო დროს ხეებს მასობრივად ჩეხავენ სხვადასხვა მიზეზით (ძირითადად, ახალი მშენებლობების დაწყების მიზეზით). სამაგიეროდ, ქალაქის ბევრ ადგილას ბალახი ბიბინებს. ზაფხულის თვეებში აბალახებული ადგილები განსაკუთრებით სახიფათოა მასში ქვეწარმავლების გაჩენის საფრთხის გამო. თანაც, სპეციალისტების პირველი რჩევაც სწორედ ესაა - გველებისგან თავის დაცვის მიზნით, გაითიბოს ბალახი.

ეს კადრები ჭავჭავაძის გამზირზე, შუაგულ ვაკეშია გადაღებული. მოუწესრიგებელი ბალახის საფარის სიმაღლე მალე, ალბათ, გალაკტიონის ძეგლს დაფარავს...