loader

"შეიძლება ივანიშვილიც ტყუილია, მაგრამ ეს ნამეტანი ტყუილია" - "ნაციონალებს" ვანში ხმაურით დახვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შეიძლება ივანიშვილიც ტყუილია, მაგრამ ეს ნამეტანი ტყუილია" - "ნაციონალებს" ვანში ხმაურით დახვდნენ

ვანში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების შეხვედრები ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. "ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული კომისიის წევრებმა პირველი შეხვედრა ვანის ბაზარში გამართეს. მათ გამოჩენას პროტესტი მოჰყვა. ხმაური ქალაქის ცენტრში გაგრძელდა, სადაც ადგილობრივებმა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს პარტიის ბანერის დაკიდების საშუალება არ მისცეს. მოქალაქეებმა მათ პლაკატები დაუხიეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მედიის წარმომადგენლებს. ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობდა.

როგორც ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, მათ უნდოდათ, მედიისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ ვანის გამგებლის ნათესავებზე, მათ სამუშაო ადგილებზე.

ავტორი: ირაკლი აკობია