loader

დატბორილი მიწისქვეშა გადასასვლელები და მდინარეები ქუჩაში - რა ხდებოდა თბილისში წვიმის დროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დატბორილი მიწისქვეშა გადასასვლელები და მდინარეები ქუჩაში - რა ხდებოდა თბილისში წვიმის დროს

თბილისში მოსული ძლიერი წვიმის გამო, ქალაქში პრობლემები შეიქმნა. ფილარმონიასთან მიწისქვეშა გადასასველი დაიტბორა. ადგილზე სახანძრო ბრიგადებმა წყლის ამოტუმბვა დაიწყეს.

წყლის ნაკადმა პრობლემები შექმნა ქუჩებშიც, საცობები შეიქმნა პეკინზე, კაზინო "აჭარასთან", ასევე გმირთა მოედანზე ესტაკადაზე, ფილარმონიასთან, ფიროსმანისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და სარდაფები.

სახანძრო და სამაშველო ბრიგადები მუშაობენ ნიკოლაძის, ფიროსმანისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე, სადაც საცხოვრებელ სახლებში და სარდაფებში წყალი შევარდა.

ავტორები: ეკა ბახუტაშვილი; გიგა ხურცილავა