loader

ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი, რომელიც ვეფხვებს გადაურჩა, სტიქიამ იმსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი, რომელიც ვეფხვებს გადაურჩა, სტიქიამ იმსხვერპლა

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, თბილისის ზოოპარკის სამი თანამშრომლის პოვნა ვერ ხერხდებოდა, მათ შორის იყო ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი გულიკო კონცელიძე-ჭიტაძე, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ ვეფხვების თავდასხმას გადაურჩა. გავრცელებული ინფორმაციით, სამწუხაროდ, სამივე თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს.

გულიკო ჭიტაძე 25 წელზე მეტია თბილისის ზოოპარკში მუშაობდა. მისი უშუალო დახმარებით და მონაწილეობითაა გაზრდილი თბილისის ზოოპარკის არაერთი ბინადარი, მათ შორის, ვეფხვებიც, რომლებმაც ის 26 მაისს დაგლიჯეს. მომვლელი ამ ინციდენტს ცოცხალი გადაურჩა, მას კიდურის ამპუტაცია დასჭირდა, რის შემდეგადაც საავადმყოფოდან გამოწერეს. 13 ივნისის სტიქიურ უბედურებას კი გულიკო კონცელიძე-ჭიტაძეც ემსხვერპლა. 

"პალიტრა ტვ" კიდევ ერთხელ გთავაზობთ სიუჟეტს, რომელიც 22 მაისს ჩაიწერა გადაცემაში "ლურჯი ვაშლი" გავიდა.

"პალიტრა TV"-ის ახალი გადაცემა "ლურჯი ვაშლი", რომელსაც არსენ გვენეტაძე უძღვება, გადის ყოველ შაბათს, 20:00 საათზე.

იხილეთ გადაცემა "ლურჯი ვაშლი" სრულად



ავტორი: ლალი ფაცია